მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 6 ლენჯერს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხოლო სამის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 1283 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დაგვემატა 23 და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1306. კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო სამის წყარო ჯერ უცნობია და კონტაქტებისა და წყაროს გამოსავლენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.