ზუგდიდი “ახალგაზრდულ ფორუმს” მასპინძლობს

ახალგაზრდობის სააგენტო ზუგდიდში „რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების” ციკლის მეორე შეხვედრას მართავს. ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა.

ფორუმებზე სააგენტო ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე, შემუშავებულ ვერსიას წარადგენს, რის შემდეგაც, ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

ქვეყნის მასშტაბით, ფორუმების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო “სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025”-ის დამტკიცების ეტაპზე საქართველოს მთავრობას, სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს.

„ახალგაზრდობის სააგენტო, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სამწლიანი რეფორმის ფარგლებში საქართველოში ქმნის ახაგაზრდული სფეროს ეკოსისტემას. რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების მონაწილეობრივი პოლიტიკის დანერგვაა და ფორუმების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით უშუალოდ ჩაერთონ იმ სტრატეგიის განსაზღვრაში, რომელიც მათ კეთილდღეობას ეხება”, – აღნიშნა მედიასთან ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რეზო ჩარკვიანმა.

სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მანამდე კი, ევროპის საბჭოს ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, სექტემბერში საქართველოში ექსპერტთა გუნდი ჩამოვა, რომელიც სტრატეგიის სამუშაო ვერსიას შეაფასებს და სააგენტოსთვის შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები