ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 645 ნიმუში უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 13 აგვისტოს მონაცემებით, 645 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულ ნიმუშებს შორის 498 ბიოლოგიური მასალა მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო, ხოლო ეპიდაფეთქების ზონიდან 6 ნიმუში.
ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილ მესტიაში “კოვიდ19”-ის 32 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.