სოზარ სუბარი: ჩემი აზრით, შემდეგი ორი დღე არის გადამწყვეტი
მინდა, ვთქვა, რომ გუშინწინ 1000-მდე ტესტი იქნა აღებული, გუშინ – 854, დღეს – 507. უკვე ჯგუფების რაოდენობაც შევამცირეთ. აქამდე თუ 16 ჯგუფი მუშაობდა ეპიდემიოლოგების 10-მდე ჩამოვიდა.ხვალ და ზეგ გვეცოდინება ტესტების პასუხები და შემდეგ ზუსტად ვიტყვით, გვაქვს თუ არა შეშფოთების საფუძველი,- ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მართალია, დღეს სოფლებში უკვე დაიწყო ტესტირება, თუმცა ხვალიდან, სოფლებში გასვლა უფრო ფართოდ დაიწყება.
“გუშინდელის პასუხები დღეს საღამოს იქნება ცნობილი. ხვალ და ზეგ კი, როცა გვეცოდინება დანარჩენი ტესტების პასუხებიც, შეგვიძლია, ვთქვათ, გვაქვს თუ არა შეშფოთების საფუძველი, თუ პირიქით, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ჩემი აზრით, შემდეგი ორი დღე არის გადამწყვეტი”,- განაცხადა სუბარმა.