სოზარ სუბარი: ამ სამი დღის განმავლობაში, გვერდიდან არ მოგვშორებია ორი ადამიანი – ამირან გამყრელიძე და სოლომონ პავლიაშვილი

“ამ სამი დღის განმავლობაში, გვერდიდან არ მოგვშორებია ორი ადამიანი. პირველი ეს იყო ამირან გამყრელიძე, რომელიც თვითონ ხელმძღვანელობდა ​ეპიდემიოლოგთა ჯგუფებს, თუ სად წასულიყვნენ. პირადად მიდიოდა, ამოწმებდა და მეორე – ეს იყო სოლომონ პავლიაშვილი , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რომელიც პირადად აგვარებდა, რომ არ შექმნილიყო მომარაგების პრობლემა, ეს იქნებოდა ფქვილი, ბოსტნეული, ბაზარი თუ მაღაზიები და ამ მხრივ, პრობლემა არ უნდა შეიქმნას, ისევე, როგორც არ შეიქმნება პრობლემა აფთიაქების მომარაგების კუთხით”,- ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მართალია, აფთიაქები ძირითადად მესტიაშია, მაგრამ ვისაც წამალი სჭირდება, სოფლის რწმუნებულების მეშვეობით მიეწოდება.

“გარკვეული უკმაყოფილება იყო იმის გამო, რომ არიან ადამიანები, მაღაზიის მფლობელები, რომლებიც თვითონ მიდიოდნენ, თვითონ ვაჭრობდნენ ზუგდიდში თუ სხვაგან, ამოჰქონდათ სურსათი. ისინი დღეს ამას ვეღარ გააგრძელებენ. მათ უნდა მონახონ ბიზნესპარტნიორები, ვისთანაც აქვთ კონტაქტი, ისინი დაუტვირთავენ, მიუტანენ საქონელს და ადგილზე მოახდენენ ანგარიშსწორებას. შესაძლოა, ეს იყოს იმ საზღვარზე, რომელიც დროებით გადაკეტილი ზონაა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები