სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა

სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა დასრულდა და სპეციალისტებმა სოფელი უკვე დატოვეს. აღებულია ასამდე ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში და კორონავირუსზე პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

საერთო ჯამში, ხვალ სოფელ არშადან და სოფელ გარბანიდან 500-მდე ადგილობრივის შედეგები უნდა გახდეს ცნობილი.

ცნობისთვის, ორი დღის განმავლობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგებმა კვლევა სამ დასახლებაში ჩაატარეს. ოფიციალური მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჯამში 4 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა მათგანი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის კლასტერს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები