გოჩა ენუქიძე: რაჭაში ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა მომავალი წლის გაზაფხულამდე გასტანს
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 45 მილიონ ლარამდე გამოყო ზემო რაჭაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც.
დეპუტატის ინფორმაციით, ვინაიდან სტიქიას საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა მომავალი წლის გაზაფხულამდე გასტანს.
ამ ეტაპზე, ვითარება რეგიონში სტაბილურია და გარესამყაროს მოწყვეტილ ყველა სოფელთან მისასვლელი გზების ნაწილი აღდგენილია, მოწყობილია დროებით გზებიც, ხოლო ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება ყველა სოფელში უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.