სამტრედიის მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კორმაღლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფლის პროგრამის მხარდაჭერით, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში 14 ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდება, რომელთა შორის ყველაზე პრიორიტეტულად გარე განათება , ბეტონის გზის საფარის დაგება და წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება ითვლება.

დაფნარში ე. წ. ჯაშების უბანში ბეტონის გზის საფარი მოეწყობა, სოფელში გარე განათების პრობლემა თითქმის მთლიანად მოწესრიგდა , რაც შეეხება მთისძირს, აქ წყლის ჭაბურღილი მოეწყო რომელიც სოფლის მოსახლეობას 24 საათიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

2020 წელს სამტრედიის 18 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომლის ფარგლებშიც თვრამეტივე საჯარო სკოლის სველი წერტილები გარემონტდება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება.
საჯარო სკოლაში პანდუსი გაკეთდა და სველი წერტილების რეაბილიტავია მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშენებლობის ხარისხზე და აღნიშნა, რომ გამორიცხულია, თუნდაც უმნიშვნელო ხარვეზით რომელიმე ობიექტი მიღებული იქნას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები