სამტრედიის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

სამტრედიაში მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მერის პირველი მოადგილე საჯავახოს, ტოლების, გორმაღლის, და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებს ეწვია და მერის წარმომადგენლებთან მიმდინარე და დასრულებულ პროექტების ირგვლივ ისაუბრა.

მათივე ცნობით, გრიგოლ დალაქიშვილმა უახლოეს დღეებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაგეგმა, რომლებზეც იმ საჭიროებებს განიხილავს, რაც საზოგადოების მთავარ გამოწვევებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები