14 აგვისტოს, “ქართული ოცნება” საგარეჯოს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, 12:00 საათზე, მმართველი პარტია საგარეჯოს მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს წარუდგენს.
“წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების” სხვა ლიდერები დაესწრებიან.
14: 00 საათზე ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს დედოფლისწყაროს მოსახლეობას წარუდგენენ
20:00 საათზე, მმართველი გუნდი დავით სონღულაშვილს გურჯაანში წარადგენს”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები