კორონავირუსის დადასტურებული 5 ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ მესტიის კლასტერიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირეტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორის წყარო არის ლენჯერი, 1 არის დადასტურებულთან კონტაქტი და 2 შემოტანილი, აქედან ერთერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. გუშინ ახალი დადასტურებული 14 შემთხვევიდან 12 იყო ლენჯერიდან.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს, მესტიის სოფელ ლენჯერში 17 შემთხვევა დადასტურდა. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ჩაიკეტა მესტიის მუნიციპალიტეტი, ასევე დამატებით რეგულაციები დაწესდა სოფელ ლენჯერსა და უშგულში.
13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. სულ 1269 შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, გარდაცვლილი კი 17 პაციენტი.