ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 614 ნიმუშიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 614 ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსზე ერთი დადებითია, ხოლო დანარჩენი უარყოფითი.

მათივე ცნობით, გამოკვლეულ ნიმუშებს შორის 410 ბიოლოგიური მასალა მესტიიდან იყო. რაც შეეხება დანარჩენ 204 გამოკვლეულს, 20 მათგანი “ცხელების ცენტრის” პაციენტია, 63 მედპერსონალი, კარანტინიდან გადაყვანილი 70 პირი, თვითიზოლაციაში მყოფი 14 პირი, შსს-ს 15 თანამშრომელი, ბავშვთა სახლის 11 ბენეფიციარი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი ათი ადამიანი და ერთი მძღოლი.

რეგიონიდან აღებული 204 ბიოლოგიური მასალიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები