აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორივე ინფიცირებული “ცხელების კლინიკაში” საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც ამავდროულად კოვიდ ცენტრია, კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა. იგი კლინიკას დღეს დატოვებს.
ცნობისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას ინფიცირებული 18 პაციენტი გადის.