ადიგენის მერი არალისა და წარბასთუმანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი – ზაქარია ენდელაძე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე პროცესს ადგილზე ეცნობა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“აქტიურად მიმდინარეობს სოფელ არალისა და სოფელ წარბასთუმანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 3კმ ბეტონის საფარიანი გზა, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 1249 999 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები