ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგირი კვლევა გრძელდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგირი კვლევა გრძელდება. სპეციალისტები  ხვალ სოფელ არსანში ჩავლენ და ადგილობრივებს ტესტირებას ჩაუტარებენ. ამ დროისთვის, რეგიონში 300 ადამიანი გამოიკვლიეს გამოკვლევ და პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან.
როგორც მცხეთა-მთიანეთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კოვიდინფექცია ლარსის გამშვები პუნქტის 8 თანამშრომელს დაუდგინდა. უკვე მოძიებულია მათთან კონტაქტში მყოფი პირების ვინაობა და ისინი საკარანტინე ზონაში არიან განთავსებულნი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები