მესტიის მკვიდრი: არაფრის დეფიციტი არ გვაქვს – მსგავსი ინფორმაცია პანიკის დათესვას ემსახურება

“არაფრის დეფიციტი არ არის მესტიაში. მსგავსი ინფორმაცია პანიკის დათესვას ემსახურება მიზნად, – ასე უპასუხა ლენჯერელმა ვახო ფილფანმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჩაკეტილ მესტიაში მედიკამეტების დეფიციტია.

“მესტიაში მედიკამეტნებიც გვაქვს და სურსათიც. ჩაკეტილი კი არის მომსვლელი სტუმრებისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის პროდუქტების შემომზიდავი დისტირიბუცისთვის და მედიკამენტების შემომტანი მანქანებისთვის. ძალიან დიდი შტაბი მუშაობს, სადაც ჩართულია მთავრობა, როგორც სამხარეო ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ვაკონტროლებთ რომ რამის დეფიციტი არ შეიქმნას. ვის სჭირდება დეფიციტი? – არავის. ეს არის ცრუ ინფორაცია, რომელიც პანიკის დათესვას ემსახურება. მესმის, რომ პანდემიაა, ჩაიკეტა სვანეთი ტურისტებმა ძალიან ბევრმა დატოვა აქაურობა, ვინც არ დატოვა სასტუმროში მოათავსეს”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ვახო ფილფანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები