პრემიერი: სწავლის დაწყებისა და არჩევნების თარიღების შეცვლისთვის დღეს საფუძველი არ არსებობს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყების გადადების პირობა არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე დღეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ არჩევნების თარიღი გადაიდოს.
„დღევანდელი მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების“,- განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები