ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის და განათლების მინისტრებთან ერთად ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტი დაათვალიერეს.
” ჩვენ რაც ვნახეთ უაღრესად შთამბეჭდავია. ეს არის კარგი მაგალითი ნულიდან დაიწყო ყველაფერი. აქ იყო ჭაობა და ეს, რასაც ახლა ვხედავთ უახრესად შთამბეჭდავია. დღეის მდგომარეობით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროექტი. კარგად ვიცით, ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგზარდები, თუმცა დღევანდელ რეალობაში მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის , რომ ხვალინდელ გლობალურ გამოწვევას გაუძლოს ჩვენმა ახალგაზრდებმა”,- განაცხადა პრემიერმა
წელს ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, უნივერსიტეტს 1000-დე სტუდენტის მომსახურების შესაძლებლობა აქვს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მთლიანად კერძო ინვესტიციაა და ამ პროექტისთვის “ქართუ ბანკმა” მილიარდი ევრო გამოყო.