“ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა” – გახარია ქუთაისის უნივერსიტეტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია ქუთაისში იმყოფება.  პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა და ქუთაისის უნივერსიტეტი ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გახარიამ ასევე, აღნიშნა, რომ ქუთაისში უნივერსიტეტის გარდა სხვა მნიშვნელოვანი და მსხვილმასშტაბიანი პროექტებიც ხორციელდება.

„ეს არ არის ბოლო პროექტი ქუთაისისთვის. ქუთაისს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ეს არის საგანმანათლებლო, ტურისტული, ინდუსტრიული, სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებები. მერწმუნეთ, ქუთაისს ისტორიულადაც ყოველთვის თავისი განსაუთრებული ფუნქცია აქვს ქვეყნის განვითარებაში და ეს ფუნქცია სულ უფრო გაძლიერდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ მარტო ნიჭი გლობალურ თანამედროვეობაში საკმარისი აღარ არის. ამ ნიჭს სჭირდება მაღალტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელსაც აქ ვხედავთ. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ხვალინდელ გლობალურ კონკრენციას ჩვენმა შვილებმა გაუძლონ. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხელისუფლების. ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა. მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინიციატივაა, ამას დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც 40 მილიონ დოლარს დაამატებს ამ ინვესტიცია. ეს კოლაიდერი კიდევ დამატებით ფუნქციას შესძენს უნივერსიტეტს. დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ქართველები, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი ისწავლის აქ. ამ უნივერსიტეტის ნიშა ასევე არის ერთობლივი კურსები მსოფლიოს უნივერსიტეტებთან. ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი და დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მეტი მიზიდულობის ძალა ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები