გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილისთვის ზვიად გამსახურდია გაცილებით უფრო ღირებულია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, ფონდი “ქართუს” მიერ სოფელ ხიბულაში რეაბილიტირებული სახლი, სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, გრანდიოზული და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.
” არაჩვეულებრივი ბაღი, არაჩვეულებრივი სკოლა და ტაძარი შენდება, მუზეუმზე აღარ მაქვს საუბარი,სადაც ბოლო დღეები გაატარა მამაჩემმა. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ეს როგორც ინფრსატრუქტურული პროექტი ერთია, მაგრამ, ბატონი ბიძინას ჩანაფიქრი უფრო შორს მიმავალია. მისთვის გაცილებით უფრო ღირებულია ზვიად გამსახურდია, სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობისა და საქართველოს ისტორიის თემა. ასე ვთქვათ, მისი აქცენტი ამაზე იყო მიმართული. მე არ მეგულება მეორე ადამიანი, ვინც იქ ავა და რაიმე უკმაყოფილება დაებადება”, – განაცხდა გიორგი გამსახურდიამ.
ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდა.
სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა.