თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება

ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია ოქტომბერში დაასრულებს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მრიცხველების მოწყობა. თელავში წლებია წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
უკვე შესრულებულ სამუშაოებს წყლამომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ადგილზე გაეცნო.
,,თელავში ამჟამად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და მოსახლოების გამრიცხველიანება. დაახლეობით 4000-მდე მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს. ასევე, ეწყობა ჭაბურღილები. პირველი ჭაბურღილის მშენებლობა დასრულდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ტესტირება. შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელების შემდგომ, ჩვენ მივიღებთ გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას თელავის მოსახლეობისათვის. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი, რომელიც გულისხმობს თელავის წყალმომარაგებას ,,წიწმატიანი’’- დან და ასევე, იგეგმება მიმდნარე წელს საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ახალი პროექტის დაწყება, რაც თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის კეთდება“- განაცხადა თელავში მიმდიანრე სამუშაოების დათავლიერების შემდეგ გიგა მანდარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები