ჩხოროწყუს მერმა მშვიდობისა და განვითარების აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს მადლობის სიგელი გადასცა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მშვიდობისა და განვითარების აკადემიის აღმასრულებელ დირექტორ მაკა სართანიას COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში მერიის აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ,კერძოდ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების და ხანდაზმულების უანგარო დახმარებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
მაკა სართანიას ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტში ასევე ხორციელდება შემდეგი პროექტები:
,,გააძლიერე ცვლილებებისთვის“ ,რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას.
ასევე ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ დანიურ ორგანიზაცია- ,,crossing borders” -სთან ერთად ფონდი CISU-ს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს ,,მშვიდობის ახალგაზრდა ელჩები”, რომელიც გულისხმობს მშვიდობის აღმშენებლობას, არაძალადობრივი კომუნიკაციის, აქტიური მოქალაქეობის უნარების გაძლიერებას ახალგაზრდებში.