ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერას” მედიკოსები დღეს თერჯოლაში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებენ

შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერას” მედიკოსები დღეს თერჯოლაში უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებენ. სარძევე ჯირკვლის მამოგრაფიული კვლევა 40-70 წლის ქალბატონებისათვის თანამედროვე სამედიცინო აპარატით აღჭურვილ მობილურ კლინიკაში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.

უფასო სამედიცინო კვლევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას მინიტორინგს უწევს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძესთან, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილთან, საკრებულოს დეპუტატ სოფიო ბუსკივაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

“უფასო სამედიცინო გამოკვლევების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის, რადგან მოქალაქეების ნაწილი მანძილისა და სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს დროულ გამოკვლევას, რითაც ხდება ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი დაავადებების განკურნება”, – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები