მესტიაში ეპიდემიოლოგიური კვლევის არეალი გაფართოვდა

მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ე.წ. “წითელი ზონის” არეალი გაფართოვდა. “რეგიონული კვირის” ინფირმაციით, 12 აგვისტოს მონაცემებით, ეპიდემიოლოგების 16 ბრიგადა კოვიდ19-ზე სწრაფ ტესტირებას ჭუბერიდან მესტიის მიმართულებით მცხოვრებ მოსახლეობას ჩაუტარებს და ასევე ტესტირება, უშგულიდან მესტიის მიმართულებით დასახლებულ პუნქტებში ჩატარდება.
ბოლო მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 1000-მდე სწრაფი ტესტი იქნა აღებული, საიდანაც პირველ დღეს აღებული 300 სწრაფი ტესტიდან 12 ანალიზის პასუხი “კოვიდ19”-ზე დადებითია. გასული 24 საათის განმავლობაში მესტიიდან 150-მდე დამსვენებლის გადაყვანა მოხდა, საკარანტინო სივრცეებში, სადაც ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, მესტიის სოფელ ლენჯერში კორ9ნავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის გავრცელება მოხდა თბილისიდან მესტიაში სტუმრად ჩასული პირის მიერ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩაიკეტა მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც მკაცრი საკარანტინო რეგულაციები მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები