დედოფლისწყაროში “ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები აქცია მართავენ

დედოფლისწყაროში კომპანია ” ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნავთობის რეალიზაციის მიუხედავას, კომპანია ხელფასებს არ გასცემს.
” 8 დღეა გააქვთ ნავთობი, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით, გადაგვიხდიან თუ არა ხელფასს, უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, ძალიან გვიჭირს”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
“ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლების თქმით, მთავრობის ინიციატივა, დაეხმაროს მათ ერთჯერადად 1200 ლარით, მისასალმებელია, თუმცა კუთვნილი ხელფასების მათთვის საციცოხლო მნიშვნელობას წარმოადგენს.
” მთავრობის გადაწყვეტილება, დაგვეხმარონ 1200 ლარით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მათ, თუმცა 2 ადამიანი დაიღუპა იმიტომ, რომ ცუდად იყვნენ და ექიმთან ვერ წავიდნენ. გვინდა, რომ მთავრობა კიდევ მეტად დაგვეხმაროს, რომ სწრაფად გადაგვიხადონ კუთვნილო ხელფასები”,- აღნიშნა აქციის მონაწილემ, ვალიდა ლომაშვილმა.
აქციის მონაწილეებს შპს “ფრონტერას” ნავთობ მოპოვების მენეჯერი შეხვდა. გიორგი ჯანიაშვილის განცხადებით, თუ არ მოხდა ნავთობის სრული რეალიზაცია, ,,ფრონტერა” დავალიანების დაფარვას ვერ შეძლებს. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს.
ამ ეტაპისთვის კომპანიიდან სარეალიზაციოდ ბოლო რეისი ნავთობი გადის, რომლის რაოდენობაც ჯამში 300 ტონას შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები