კორონავირუსის ახალი დადასტურებული 14 შემთხვევიდან 12 ლენჯერიდანაა

12 აგვისტოს მონაცემებით, ახალი დადასტურებული 14 შემთხვევიდან 12 არის ლენჯერიდან, 1 გაჩიანიდან, 1 კი იმპორტირებულია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს, მესტიის სოფელ ლენჯერში კორ9ნავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის გავრცელება მოხდა თბილისიდან მესტიაში სტუმრად ჩასული პირის მიერ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩაიკეტა მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც მკაცრი საკარანტინო რეგულაციები დაწესდა. 12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა. სულ 1264 შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი. გარდაცვლილია 17 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები