შალვა კერესელიძე წინასაარჩევნო კამპანიას მცხეთაში აგრძელებს
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შალვა კერესელიძე წინასაარჩევნო კამპანიას მცხეთაში აგრძელებს. ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი სოფლების წოდორეთის, ლისის და მსხალდიდის მოსახლეობას მხარდამჭერებთან და „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად შეხვდა.
შალვა კერესელიძემ ადგილობრივი მოსახლეობისგან არსებული პრობლემები პირადად მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში, მათ გვერდში დგომას დაპირდა.
როგორც აღმოჩნდა წოდორეთელებს, ლისელებს და მსხალდიდელებს ძირითადად სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ.
„2021 წლის და შემდგომი ბიუჯეტები აუცილებლად შედგენილი იქნება მოსახლეობიდან წამოსული იმ პრობლემების და ინიციატივების გადასაწყვეტად, რაც მათ აწუხებთ,“- განაცხადა მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძემ.