ზუგდიდში გამოკვლეული 94 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდში კორონავირუსზე კიდევ 94 ადამიანი გამოიკვლიეს. ყველა მათგანის პასუხი კოვიდ-19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში განაცხადეს.
გამოკვლეულ მოქალაქეებს შორისაა, ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, სამედიცინო სფეროს 28 წარმომადგენელი, შსს-ს 34 თანამშრომელი და დიალიზზე მყოფი ორი პირი. ასევე, გამოიკვლიეს ოთხი პირი კარანტინიდან და ორი თვითიზოლაციიდან.