ბათუმში ახალგაზრდული ფორუმების ციკლი გაიხსნა

ახალგაზრდობის სააგენტომ, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად, ბათუმში რეგიონულ ახალგაზრდული ფორუმების ციკლი გახსნა. ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა. ფორუმებზე სააგენტო აღნიშნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებულ ვერსიას წარადგენს, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე 100-მდე ახალგაზრდა თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდება და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
პროცესში ახლად დაკომპლექტებული „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოც“ ჩაერთვება.
ქვეყნის მასშტაბით, ფორუმების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისგან მიღებულ რეკომენდაციებს ახალგაზრდობის სააგენტო “სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025”-ის შემუშავებისას გაითვალისწინებს.
ღონისძიებაზე ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები