ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფიცირებული ქალი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. შეგახსენებთ, რომ კლინიკაში კორონავირუსზე 17 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები