სოფელ წერეთელში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18 კონტაქტის ტესტის პასუხი უარყოფითია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ინფიცირებული 14 წლის მოზარდის 18 კონტაქტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, დღეს ლაბორატორიაში კიდევ 15 კონტაქტის ბიოლოგიურ ნიმუშს გამოიკვლევენ.

,,გუშინ გამოსაკვლევად 18 კონტაქტის ბიოლოგიურ მასალა იქნა გაგზავნილი და მათგან არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. დღეს კიდევ 15-ის გამოკვლევა მოხდება. ინფიცირებული მოხარდის ოჯახის წევრები საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი, დანარჩენი 33 კონტაქტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მცხოვრები 14 წლის მოზარდი, რომელსაც ,“კოვიდ 19“ გუშინ დაუდასტურდა, „მესტიის კლასტერს“ მიეკუთვნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები