ამირან გამყრელიძე: ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ყაზბეგში ეპიდაფეთქების ლოკალიზება

ყალიბდება ახალი კლასტერი, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

„დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ერთი ჩვენი ჯგუფი, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ყაზბეგშია ადგილზე, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები