ვინ არის ონელი მოსწავლე, რომელმაც ინგლისურში უმაღლესი შეფასება მიიღო

ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანი გამყრელიძემ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება – 80 დან 80 ქულა მიიღო.

ანი გამყრელიძეს “რეგიონულ კვირას” მკითხველი უკვე იცნობს. ნიჭიერმა ონელმა გოგონამ ამერიკის საელჩოს მიერ “მომავალ ლიდერთა” გაცვლითი პროგრამის კონკურში გაიმარჯვა და 8 თვის განმავლობაში, კოლორადოს შტატში მოუწია სწავლამ. ანი გამყრელიძემ სკოლის დასრულების ატესტატიც ამერიკაში მიიღო.

ონელი მოსწავლის მიერ დაწერილმა ესემ, რომელიც აგვისტოს ომის თემას ეხებოდა, იქაური თანატოლებისა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა, გოგონამ ჯილდოც მიიღო და ნაშრომი ერთერთ ამერიკულ გამოცემაში დაიბეჭდა.

ანი გამყრელიძე “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ ქიმიკოსობა უნდა და იმედი აქვს, რომ მის მიერ მიღებული ქულები ამის შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები