გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას გააკონტროლებს

ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკვები პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას სადისტრიბუციო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებთანაც ტექნიკური საკითხები უკვე შეთანხმებულია.
„სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქტის დეფიციტი მოსახლეობას არ ექნება. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტიდან გამოვიტანთ გასაყიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებით უზრუნველყოფა. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს მარნეულში, ბოლნისსა და ყარაჯალარში“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ცნობისათვის, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას გააკონტროლებს.
ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 500-მდე ნიმუშია აღებული. ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი ლენჯერია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები