ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის 5 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

 

ყაზბეგში , ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს COVID-19 დაუდასტურდათ. ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია.

როგორ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, ადგილზე პირდაპირი და ირიბი კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

“გიდასტურებთ, რომ 5 არის დადასტურებული შემთხვევა ლაბორატორიულად ინფიცირების. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები