ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგი გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ  გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, სწავლების ფარგლებში, პირველი შეხვედრები ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში გაიმართა.

“ტრენინგების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებასა და იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მუნიციპალიტეტების დონეზე რეგულირდება. განსაკუთრებული აქცენტი ეთმობა სამართლებრივ ბაზას, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ადგილობრივი თვითმმართველობების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ზედამხედველობა და კონტროლი, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, ნარჩენების მართვა და სხვა.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების, საკრებულოებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა გარემოსდაცვითი რეგულაციების აღსრულებასთანაა დაკავშირებული.

ტრენინგები მუნიციპალიტეტის დონეზე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტრენინგებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანლები გაუძღვებიან და მონაწილეებს, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები