გიორგი გახარია: შინდისის გმირების სახელები უნდა გვახსოვდეს, პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით

“ჩვენ, ყველა ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობას შეეწირა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ლაგოდეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენი შინდისის გმირები ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, რომელთა  სახელები უნდა გვახსოვდეს, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით. მაგრამ, ამასთან ერთად და  იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ასეთი გმირები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რაც მთავარია, მშვიდობაზე ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ მშვიდობის გარეშე არ არსებობს არანაირი განვითარება, ქვეყანაში ვერაფერი ვერ განვითარდება თუ არ იქნება მშვიდობა, ვერც ტურიზმი, ვერც ეკონომიკა, ვერც განათლება, ვერაფერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გვყავდნენ გმირები, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე”, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები