კახა კალაძე: მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს თანამებრძოლებს იმისთვის, რომ პანდემიის ფონზე ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრები ვერ ხერხდება

„მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს იმიტომ, რომ პანდემიის გამო არ გვეძლევა შესაძლებლობა, ადამიანებთან შეხვედრები განსხვავებულ ფორმატში წარვმართოთ”,-  ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ლაგოდეხის ნაკრძალში, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით,  პანდემიის ფონზე ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრები ვერ ხერხდება და ამ მიზეზით რეგიონებში იმაზე პატარა შეხვედრები ეწყობა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს იმიტომ, რომ პანდემიის გამო არ გვეძლევა შესაძლებლობა, ადამიანებთან შეხვედრები განსხვავებულ ფორმატში წარვმართოთ. ჩვენ ხალხმრავალ შეხვედრებს ვართ მიჩვეული, მაგრამ არსებული პანდემიის გამო,  ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდა დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ამის ორგანიზება. ამიტომ რეგიონებში ჩვენი შეხვედრები შედარებით პატარაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ლაგოდეხის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები