სოფელ ვეჯინში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაინფიცირებული სოფელ ვეჯინის მკვიდრის დაა, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

” ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია, მათგან ერთი შედეგი პოზიტიურია. ეს გახლავთ კახეთში მცხოვრები მოქალაქის დადასტურებული შემთხვევის ახლო ოჯახური კონტაქტი”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ცნობით, დაინფიცირების ადგილი ცნობილია , ახალგაზრდა მამაკაცი ლარსის სასაზღვრო – გამშვებ პუნქტზე მუშაობდა. კონტაქტების კვლევაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი მუშაობს.

ეპიდკვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები