ვახტანგ გომელაური: ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდებ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია.
მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება.

„გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც, სავარაუდოდ, ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები