სოფელ ველისპირში წყალმომარაგების ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს

 

სოფელ ველისპირში წყალმომარაგების ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სოფელ ველისპირის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

როგორც “რეგიონულ კვირას” დმანისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მერმა- გიორგი ტატუაშვილმა ჭაბურღილის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

“პროექტი ხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება  118770 ლარია. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღილის მოწყობა უახლოეს მომავალში განხორციელდება სოფლებში: განახლება, მამულო, გომარეთი, მაშავერა, მამიშლო, აზერბაიჯანული კაკლიანი და კიზილქილისა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები