სოფელ კაკლიანში ცენტრალური გზიდან სარიტუალო დარბაზამდე მისასვლელი გზა მოეწყო

დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაკლიანში ცენტრალური გზიდან სარიტუალო დარბაზამდე მისასვლელი გზის მოწყობა დასრულებულია.

განახლებული გზა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა დაათვალიერა.

“რეაბილიტირებულ გზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სატრანსპორტო, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. პროექტი, რომლის ღირებულება 489 000 ლარია ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა”,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები