დღეს „ქართული ოცნება“ ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

დღეს მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

ღონისძიებას,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე , საქართველოს პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

დღესვე, პარტიის ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, ყვარლის მოსახლეობას შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები