სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სისტემების მშენებლობა იწყება

“სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სოფლების – ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტ წყალმომარაგებას.

“მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა” უახლოეს დღეებში დაიწყებს. კონტრაქტორმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 26 თვეში უნდა დაასრულოს. სოფლების წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელის და ჭაბურღილების მოწყობა, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო.

სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები