“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში , შალვა კერესელიძემ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

კერესელიძემ პირველი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძეგვის და ნიჩბისის მცხოვრებლებთან გამართა.

მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს ინფორმაცია მიაწოდეს იმ პრობლემების შესახებ, რაც დღეს ამ ორ სოფელში არსებობს.

ადგილობრივებმა იმედი გამოთქვეს,რომ შალვა კერესელიძის გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

მცხეთა მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით,ნიჩბისში და ძეგვში, ძირითადად,  გზის და სასმელი წყლის პრობლემებია,რაც მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მოსაგვარებელ საკითხთა შორის არის.

„ჩვენ შევალთ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა სოფელში. შევხვდებით მოსახლეობას, მოვისმენთ პრობლემებს. ადგილობრივებისგან წამოსული პრობლემები კი მომდევნო წლების ბიუჯეტის ფორმირებისას იქნება გათვალისწინებული”,-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები