მესტიისკენ მიმავალ გზაზე “შავ ღელესთან” დამეწყრილი მონაკვეთი გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც მოძრაობის დროებით შეზღუდვა გამოიწვია.
დამეწყრილი მონაკვეთი წუხელ ღამითვე გაიწმინდა და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები