მესტიიდან სამი ინფიცირებული რუხის კლინიკაში მოათავსეს

 

მესტიიდან სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის ცნობით, მათი აღენიშნებათ ყელის ტკივილი და ტემპერატურა, საერთო ჯამში, ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ასევე, რუხის კლინიკის ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული ის პაციენტები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ სვანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს მონაცემებით, სოფელ ლენჯერში 300-ზე მეტ პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება. PCR კვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, იქ 3 პაციენტი მკურნალობს. გვიან ღამით შეიყვანეს კლინიკაში უცხოეთიდან შემოსული მძღოლი, რომელსაც COVOD – 19 დაუდასტურდა და ასევე მესტიიდანაა ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ხოლო მესამე პაციენტმა, რეტესტირების პასუხების მიღების შემდეგ, შესაძლოა, კლინიკა დღესვე დატოვოს.

10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მუნიციპალიტეტის 17 სოფელში, საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა,ასევე იზღუდება შიდა გადაადგილება. მუშაობის უფლება აქვს საბანკო მომსახურე ცენტრებს, აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები