გურჯაანის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის გავრცლების საფრთხე, ერთიანი სახურავის გამო, სხვა სახლზეც არსებობდა, მაგრამ ცეცხლი დროულად ლოკალიზდა.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევუს ადგილზე სახანძრო სამსახურის 6 ეკიპაჟი მუშაობდა.