ლენჯერში 300-ზე მეტ პირს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა – პასუხები ხვალ გახდება ცნობილი

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის? ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 300-ზე მეტ პირს კოვიდ19-ზე “პისიარ” ტესტი ჩაუტარდა.

მისივე ინფორმაციით, ანალიზები გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის ახალი გამოვლენილი 25 შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლა შეიზღუდა, რასაც პოლიცია გააკონტროლებს.

მესტიის მუნიციპალიტეტში, ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, ბანკებს, სასურსათო მაღაზიებს.

ვირუსის გავრცელება მესტიაში ჩამოსულ სტუმარს უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები