ირაკლი ქადაგიშვილი: კახეთში 27 მილიონიანი პროექტი ხორციელდება რვა სოფლისათვის, იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ხარისხიანი წყალი

კახეთში წარდგენილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში წყლის სისტემის განვითარების მიმდინარე გეგმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე ზრუნვა მოქმედმა მთავრობამ უკვე დაიწყო.
ქადაგიშვილის თქმით, წყალმომარაგება ნომერ პირველი ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხია, რომელიც აუცილებლდ უნდა გადაწყდეს.
მისი თქმით, უახლოეს წლებში კახეთში წყალმომარაგების საკითხი თანამედროვე დონეზე იქნება აყვანილი.

,,კახეთის რეგიონში არც ერთი ეტაპი 2012 წლამდე არ განხორციელებულა. ამ ხელისუფლებამ დაიწყო წყალმომარაგების საკითხებზე ზრუნვა.
ჩემი სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობის პერიოდში უკვე ცალსახად და მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ წყალმომარაგება არის ნომერ პირველი ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს. თქვენ იცით, რომ მთელ რიგ მუნიციპალურ ცენტრებში წელს უკვე მთავრდება წყალმომარაგების სისტემების აღმშენებლობა ან რეაბილიტაცია.  გამრიცხველიანება მიმდინარეობს იმიტომ, რომ გამრიცხველიანების გარეშე რთულია, მიაწოდო მოსახლეობას მუდმივი, ხარისხიანი წყალი.
ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე არა მარტო საქართველოს მთავრობასთან, არამედ, ბაზის განვითარების ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ვთანამშრომლობთ, რომ ყველა მიმართულებით დაიწყოს წყალმომარაგების პროექტების განხორცილება.  კახეთიში ერთ-ერთი უფრო მოწყვლადი რეგიონი იყო წყალმომარაგების კუთხით, სადაც 27 მილიონიანი პროექტი ხორციელდება რვა სოფლისათვის, იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ხარისხიანი წყალი.
ქადაგიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტები შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებენ ჭაბურღილების სისტემის კეთილმოწყობას და სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ზრუნვას.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კახეთის რეგიონში, უახლოეს წლებში წყალმომარაგების საკითხი იქნებ თანამედროვე დონეზე აყვანილი. ეს კლასტერული მიდგომა, გაუმჯობესება, არის უკვე დამტკიცებული პროგრამა და ჩვენ უახლოეს წლებში ვნახავთ, რომ კახეთში წყალმომარაგების საკითხი იქნება თანამედროვე დონეზე აყვანილი. რაც არ ყოფილა არასდროს, ის გაკეთდება კახეთში”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა, სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები